ჩვენ შესახებ

Allele გენეტიკური კვლევის ცენტრი

Allele არის გენომის კვლევისა და დიაგნოსტიკის პირველი ცენტრი საქართველოში, რომელიც დაკომპლექტებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სპეციალიზირებული პროფესიონალი სპეციალისტების: ბიოლოგების, ბიოინფორმატიკოსების,ონკოლოგების, პათომორფოლოგებისა და მეცნიერთა ჯგუფის მიერ.

Allele პროფესიონალების ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით გთავაზობთ, შედეგებზე ორიენტირებულ და მოლეკულურ დიაგნოსტიკაზე დაფუძნებულ კვლევებს, რომელთა საფუძველი დნმ-ის და რნმ-ის დონეზე ინფორმაციის წაკითხვაა. მოცემული მეთოდი ფართთოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში რადგან მისი საშუალებით დგინდება გენეტიკური მუტაციები, ადამიანის წინასწარგანწყობა სხვადასხვა სახის ავთვისებიანი სიმსივნეების მიმართ და გენეტიკურად დეტერმინიერებული დაავადებების მიმართ.

ბოლო 15 წლის განმავლობაში, გენომური ტექნოლოგიების განვითარებამ განაპირობა რევოლუციური გაუმჯობესებები მრავალი დაავადების მკურნალობასა და ჯანდაცვის სხვადასხვა სფეროში. ჩვენი კომპანიის მიზანია, დანარჩენი მსოფლიოს მზგავსად, საქართველოშიც დანერგოს ინოვაციური მოლეკულური ტესტები ონკოლოგიის, კარდიოლოგიის, ნეიროლოგიისა და სხვა მიმართულებებით.

ალელის მიერ შემუშავებული ინოვაციური სადიაგნოსტიკო პანელები სიმსივნეებში არსებული გენური მუტაციებისა და სხვა ცვლილებების შესახებ არსებულ უახლეს სამეცნიერო ინფორმაციას ემყარება. ამ გენური ტესტირების პანელებში შემავალი წერტილოვანი მუტაციები და ქრომოსომული დარღევევბი ზუსტად ადგენენ სიმსივნის ბუნებას, იძლევიან დაავადების განვითარების პროგნოზს და უზრუნველყოფენ მაქსიმალურად ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას მკურნალობის პროცესში. ეს ზოგავს პაციენტის რესურსებს და ზრდის წარმატებული მკურნალობის ალბათობას.

მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრებისა და სამედიცინო პროფესიული ორგანიზაციების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ალელში შემუშავდა შემდეგი ორიგინალური სადიაგნოსტიკო პანელები:

  • ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის გენური მუტაციების დიაგნოსტიკური პანელი;
  • ფილტვის კიბოს მედიკამენტებზე მგრძნობელობის განმსაზღვრელი გენური მუტაციის პანელი;
  • კოლორექტული კიბოს გენური მუტაციების დიაგნოსტიკური პანელი;
  • კანის მელანომის მედიკამენტებზე მგრძნობელობის განმსაზღვრელი კიბოს გენური მუტაციების პანელი;
  • მწვავე ლეიკემიების ქრომოსომური დარღვევების სკრინინგული პანელი;

ალელის მიერ საქართველოში შექმნილი გენური ტესტირების პანელები ხელმისაწვდომია და უადვილებს ექიმს დიაგნოზის დასმას, მკურნალობას და დაავადების მართვას. უახლოეს მომავალში აღნიშნული ტესტების ჩამონათვალი კიდევ უფრო გაიზრდება და პაციენტებს საშუალება მიეცემათ ჩაიტარონ უფრო ფართო სპექტრის კვლევები.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი უახლესი ლაბორატორია

ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ განვითარებაზე

logo_abim     logo_aap

logo_aafp  logo_nrha

მიიღეთ ხარისხიანი მომსახურება უმოკლეს ვადებში, ენდეთ პროფესიონალების გამოცდილებას და უახლეს ტექნოლოგიებს